სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია
ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობისათვის. 2019 წელს 15 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წლის გეგმა კი 25 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას გულისხმობს. მთლიანად პროექტის ღირებულება კი 118 მილიონ ლარამდეა (117,358.6).
პროექტის დასრულების შემდეგ აშენებული/რეკონსტრუირებული უნდა იყოს ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის საავტომობილო გზა. პროექტის მიხედვით, ეს ნიშნავს შემცირებულ დროსა და მანძილს თბილისი – რაჭის მიმართულებით.
“ზემო იმერეთის რეგიონი უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება რაჭის რეგიონს. ამასთან, საკმაოდ შემცირდება თბილისი-რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ასევე, აღნიშნული მონაკვეთი ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზის ალტერნატიული მიმართულება იქნება.
ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის საავტომობილო გზის 50 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობით გაუმჯობესდება საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება. ორი რეგიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. ამასთან, ამაღლდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.”- წერია პროგრამის აღწერაში.