ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების
სახლების ავარიული სახურავების შეკეთება დაიწყება. ქუთაისის მერიამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა.
სახურავების შეკეთება შემდეგ მისამართებზე მოხდება :
ავალიანის ქუჩა N17
ავალიანის ქუჩა N43
ნეკრასოვის ქუჩა N80
გურამიშვილის ქუჩა N20
ანა კალანდაძეს ქუჩა N33
სამუშაოების შესასრულებლად 70 ათას 573 ლარია განკუთვნილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 3 ოტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.