დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრების ქსელი და მათ შორის ქუთაისის დემოკრატილი ჩართულობის ცენტრი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ჩვეულ რეჟიმში იწყებს საარჩევნო მედია ცენტრის ფუქციონირებას.
“28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან
შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.” -აღნიშნულია განცხადებაში.
არჩევნების დღეს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” (NჩჩE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის