ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ,
სამივე ქუჩაზე სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. გზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება სამანქანო გზის მოწყობა, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური მოწესრიგება. თითოეულ ქუჩაზე 1 მლ ლარზე მეტი დაიხარჯება.
იაშვილის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 1 მლ 10 000 ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება აღნიშნული ქუჩის მოწესრიგებისათვის 16 სექტემბერს იწყება და 21 სექტემბერს მთავრდება.
დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოები 1 მლ 13 700 ლარად შესრულდება. სატენდერო წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება.
ბარათაშვილის ქუჩისთვის 1 მლ 366 000 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება აქაც 15 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტებერს დასრულდება.
გამარჯვებული კომპანიები ვალდებული არიან სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის ვადაში შეასრულონ.