ტყიბულში დღეს მეშახტეები ფართომასშტაბიანი
აქციისათვის ემზადებიან. აქცია 12 საათზე განახლდება. გარდა ადგილობრივებისა, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე საწარმოების თანამშრომლების შეუერთდებიან. ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო.
“საქნახშირის” ადმინისტრაციამ გუშინვე დააკმაყოფილა მეშახტეების მოთხოვნის ერთი ნაწილი და კომპანიიდან სამი თანამშრომელი დაითხოვეს. გათავისუფლებულია კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და წარმოების დირექტორი, გია ქარქაშაძე, ასევე შახტის დირექტორი, აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი, გიზო კირკიტაძე.
მეშახტეები პრემიერისაგან სახელფასო ანაზღაურების გაცემის შესახებ წერილობით დოკუმენტს ელოდებიან, აგრეთვე გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ.