“საქნახშირი” მეორე დღეა შახტაში მუშების ჩაყვანას
ცდილობს – ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. პარალელურად ვრცელდება კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანება, რომელიც მეშახტეების სამუშაოზე გამოცხადების მონიტორინგისკენ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს. კომპანიის გენერალური დირექტორი არამოპოვებით უბნებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში მუშაობის გაგრძელებას ითხოვს.
“2018 წლის 16 ივლისს ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მოწერილობის შესაბამისად
ვბრძანებ
1. 2018 წლის 17 ივლისიდან 2(ორი) კვირის განმავლობაში შეწყდეს ე. მინდელის სახელობის ნახშირმომპოვებელ უბნებზე ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოს წარმოება, გარდა უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებებისა.
2.არამოპოვებთ უბნებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში საწარმოო პროცესი გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში.
3.შპს “საქნახშირი (ჯი- აი-ჯი ჯგუფი)”- ს ყველა ყველა დასაქმებული (მათ შორის ნახშირმომპოვებელ უბნებში დასაქმებული პერსონალიც) დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება (გარდა მოპოვებით სამუშაობთან დაკავშირებული საქმიანობისა).”- წერია ბრძანებაში.
აქვე ვკითხულობთ:
“დაევალოს ე.მინდელის სახელობის შახტის სალამპე-სატაბელო განყოფილებას (იზოლდა აბუთიძე) მკაცრად აწარმოოს დასაქმებულთა გამოცხადების მონიტორინგი.”- წერია ბრძანებაში.
იხილეთ ბრძანება ვრცლად: