ქუთაისის მერიამ ასათიანის ქუჩაზე სამუშაოების
შესასრულებლად საპროექტო ტენდერი უკვე დაასრულა. 10 ათას ლარიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შ.პ.ს პროექტი თბილისური კომპანიაა, რომელიც მზადაა საპროექტო სამუშაოები 10 ათასის ნაცვლად 8 ათას 900 ლარად შეასრულოს.
“ლ. ასათიანის ქუჩა მდებარეობს, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს შორის. ქუჩის დაახლოებითი სიგრძე შეადგენს 1 500მ (დაზუსტდეს პროექტირებისას). უხვი ნალექის პირობებში, დ. აღმაშენებლის გამზირიდან მომდინარე წყალი მიედინება ასათიანის ქუჩაზე და იწვევს ქუჩაზე არსებული კერძო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შეტბორვას. მოცემულ ქუჩაზე, დაზიანებულია ტროტუარები, რაც აფერხებს ქვეითთა გადაადგილებას.
საპროექტო დავალების მიზანია, ფაქტობრივი მდგომარეობის კვლევისა და შესწავლის საფუძველზე ჩამოყალიბდეს ლ. ასათიანი ქუჩის ღვარსადენის სისტემისა და ტროტუარების სრულყოფილი პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო–სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა “მიმწოდებელმა” უნდა განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებაულა. მაშინ სამუშაოებს წყლის კომპანია “ეს ემ კა” ასრულებდა. კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, რის მიზეზადაც უამინდობა სახელდებოდა. ამას გარდა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” 315 ათასი ლარი გადაეცა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. “სპეციალური სერვისების” ამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.
ფოტო: არქივი