საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით,
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 6 მუშა. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე შახტას დახურავენ.