ჩეხეთში ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ქართული საღამო მოაწყო.

ცენტრი პრაღაში ქართული დიასპორის წინაშე წარსდგა.

ღონისძიების-“მზე სწორად მოეფინების” ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართა.

“ქართული დიასპორის წინაშე საღამოს გამართვა, ჩვენთვის უდიდესი პასუხიმგებლობა იყო. მიხარია, რომ ეს დღე შედგა. საქართველოს ელჩმა ჩეხეთში, ზაზა გოქსაძემ ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებისადმი დიდი ინტერესი და მოწონება გამოხატა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ელჩს სიმბოლური საჩუქარიც გადავეცით,”-განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

ღონისძიებას მხარი საქართველოს საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქართულმა დიასპორამ და ჩეხეთში ქართველ სტუდენტთა გაერთიანებამ დაუჭირეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *