ქუთაისის მერიის ახალმა ააიპმა ორი მანქანა შეიძინა.
მანქანა საგზაო მარკირებისთვისაა განკუთვილი.
“მანქანების საშუალებითაც მოხდება ღერძულა ხაზებისა და ქვეითთა გადასასვლელების უფრო ეფექტურად დახაზვა,”-ნათქვამია ააპიის “ქუთგანათების სერვისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგზაო მარკირების მანქანების შესაძენად 175 000 ლარი დაიხარჯა.
ააიპში აცხადებენ, რომ საგზაო მარკირების მანქანით დახაზვებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ.