ქუთაისის მერიაში სათათბირო
ოთახის მოსაწყობად 15 ათას 685 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით უნდა შეიძინონ 1 შემინული კარადა, 1 კომოდი, 5 საოფისე მაგიდა, 1 დივანი, 15 ტუმბო, 40 სავარძელი უძრავი ფეხებით, 2 საოფისე სავარძელი უძრავი ფეხებით, 70 საოფისე სკამი, 2 გორგოლაჭიანი სავარძელი, 2 სათათბირო და 1 გვერდითი მაგიდა.
” შესყიდვის ობიექტის როგორც მიღებისას, ასევე მიღებიდან 6(ექვსი) თვის განმავლობაში, თუ “მიწოდებული” შესყიდვის ობიექტი გამოდგება უხარისხო, წუნით ან სხვა ობიექტური მიზეზით მისი გამოყენება შეუძლებელია დანიშნულებისამებრ, “მიმწოდებელმა” შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში უნდა შეაკეთოს და თუ შეკეთება არ ხერხდება უნდა ჩაანაცვლოს წუნდებული შესყიდვის ობიექტი ახლით.
– წუნის/ხარვეზის/დეფექტის გამო საქონლის შეკეთების ან შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს “მიმწოდებელმა”.”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივლისს იწყება და 12 ივლისს მთავრდება.