ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ერთობლივი ტურისტული პროექტი განხორციელდება.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება.

მაგალითად, ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციასა და ოკაცეს კანიონს ესტუმრებიან, მარტვილისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებსაც დაათვალიერებენ.

აღნიშნულის მისაღწევად, ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ერთიანი ტურისტული რუკების შექმნა, მარშრუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდებისა და მაშველების გადამზადება იქნება საჭირო.

როგორც იმერეთის გუბერნიაში განმარტავენ, პროექტის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს. ჯგუფში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან.

პირველი სამუშაო შეხვედრა მარტვილში შედგა. პროექტი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განიხილეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *