სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ღანირის თემში საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციამდე აღსაზრდელები ავარიულ შენობაში, არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 160 000 ლარამდე გამოიყო.
ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი.
შენობა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ დაათვალიერეს.