ქუთაისის მერიაში გუშინ პირველად შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება რაც ქალაქში არსებობს. ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია შენობებისა და გზების ადაპტირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობების პირებმა გადაადგილება თავისუფლად შეძლონ.
“შევჯერდით იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭო წარადგენს და იმუშავეს პირველ რიგში რეკომენდაციებზე 2019 წლის ბიუჯეტში რა მიმართულებით უნდა იქნას პროგრამები გათვალისწინებული. შევჯერდით იმაზეც, რომ საბჭო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე. მუნიციპალიტეტის კუთხით რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხედეს არა მხოლოდ გზების ადაპტირება, არამედ სახლებიდან გამოსასვლელების ადაპტირებაც, რომ მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებას ქალაქში”,- განაცხადა ნინო თვათვაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო წლევანდელ წელს შეიქმნა და მას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობს. საბჭოს 18 წევრი ადგილობრივი მთავრობის წევრებისა და ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.