გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
საცხოვრებელი ბინის სარდაფების, მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ოღასყურის სანაპირო ზოლის გათიბვა. გამარჯვების მუნიციპალიტეტის 7 ქუჩაზე 19 ბინის სარდაფისა და მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლა უკვე დასრულდა. ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ შეწამვლით სამუშაოებს სპეციალური სერვისები უკვე ორი დღეა ინტენსიურად ახორციელებს.
“”ქუთსერვისის” მიერ ამ დრომდე გაითიბა სკვერები და მწვანე ზოლები შარტავას, გამსახურდიას, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირზე. გაითიბება მელიქიშვილის, არაყიშვილის, ბუხაიძის ქუჩებისა და ჯავახიშვილის I შესახვევის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები.
სპეციალური სამსახურები რამდენიმე დღე კვლავ სრული დატვირთვით იმუშავებენ გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აქვე, შეგახსენებთ, რომ ოღასყურის კალაპოტისა და სანაპიროების ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მუშაობა. მანამდე კი გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიურად გაგრძელდება შეწამვლითი სამუშაოები” – განაცხადა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შენგელიამ.