ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
ირაკლი შენგელია მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
” ჩემი პატივისცემა მეხანძრე-მაშველებს! მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ დღეს. ძნელია დაასახელო პროფესია, რომელიც იმავე თავდაუზოგავ, უანგარო, გაბედულ შრომას მოითხოვს როგორიც მეხანძრე-მაშველია; ასევე, რთულია გაზომო ის მადლობა და პატივისცემა, რომელიც ამ პროფესიის წარმომადგენლებს კონკრეტულად შემთხვევის დრო ვეუბნებით და შემდეგ მადლიერების გრძნობით ყოველთვის თბილად ვიხსენებთ. მადლობა, რომ ხართ ხალხის სამსახურში.” – ნათქვამია დეპუტატის მილოცვაში.
მეხანძრე-მაშველების პროფესიული დღე ყოველ 12 ივნისს აღინიშნება.