ფინანსურმა პოლიციამ გუმბრის თემში წყალტუბოს მერის
წარმომადგენელი დააკავა. როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი, ამირან ბალანჩივაძის დაკავება დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ წყალტუბოს მერიის პრესსამსახურში, თუმცა, დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ამბის დაზუსტება, თუ რისთვის დააკავეს მერის წარმომადგენელი.
დაკავების ფაქტი რადი “ძველ ქალაქს” ფინანსურ პოლიციაშიც დაუდასტურეს, სადაც განაცხადეს, რომ ამირან ბალანჩივაძე სამოხელეო დანაშაულისათვისაა დაკავებული. ინფორმაციის დაზუსტება უწყებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.