ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაისის თვის სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში აეროპორტი 52 631 მგზავრს მოემსახურა. როგორც აეროპორტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2018 წლის მაისში ქუთაისის აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც, აეროპორტის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.