“არა უსამართლობას!”, “ნუ მომკლავ!” –

ამ გზავნილებით  ქუთაისელმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. სტუდენტები დილის 10 საათიდან აკაკაი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. 

უნივერსიტეტის ეზოდან ახალგაზრდებმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს და მსველობით მესხიშვილის თეატრთან მივიდნენ. 

ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას და აქციას მომავლის გადასარჩენად, სამართლიანობის აღსრულების მოთხოვნით თავად გამართეს.

სტუდენტებმა ქუთაისის ქუჩებში მსველელობა მოაწყვეს. 

ქუთაისელმა ახალგაზრდებმა აქცია გუშინ, გვიან ღამით დაგეგმეს. ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ზაზა სარალიძის ოჯახს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *