ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მდებარე ბორის გაპონოვის ძეგლი აღადგინეს.

ძეგლს თავდაპირველი სახე დაუბრუნდა. 

შეგახსენებთ, რომ ძეგლს ავტომობილი შეეჯახა და მარცხენა ხელი დაუზიანა. დაზიანებული ნაწილი და “ვეფხისტყაოსანი” იქვე სინაგოგაში იყო შენახული.

ძეგლის ავტორის გიორგი კიკვაძის თქმით, “ძეგლი ავტობუსებისა და ავტომობილების დაჯახებაზე გათვლილი არ არის”.

ბორის გაპონოვი ებრაელი მწერალი და მთარგმნელი იყო, რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” ივრითზე გადათარგმნა. გაპონოვი ქუთაისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *