ქუთაისი ევროპის დღეს იზეიმებს. 2 ივნისს, ქუთაისის ცენტრალური ბულვარი “ევროსოფლად” გადაიქცევა,

სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობაა დაგეგმილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქუთაისელებს საოჯახო-გასართობი აქტივობებით, თამაშებითა და წარმოდგენებით დატვირთულ ღონისძიებებს ჰპირდება.

გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:

16:00 -19:00 – “ევროსოფელი” -კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები, გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის;

17:00- ოფიციალური გახსნა;

16:00 – 20:00- შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში;

ღონისძიებათა სერია 20:00 საათზე, კონცერტით ღია ცის ქვეშ დასრულდება.

ევროპის დღეს ქუთაისში ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში ქუთაისის მერიასთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტნიორებთან თანამშრომლობით აღნიშნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *