ჭიათურაში საბაგიროს ცენტრალური სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ცენტრალური სადგურისა და სადგურიდან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმის, ნაგუთისა და ლეჟუბნის მოწყობა. მეოთხე მიმართულებაზე( მუხაძის ხაზზე) კი ამჟამად რკინა–ბეტონის სამუშაოები ხორციელდება.

სამუშაოები საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ 40 მლნ ლარად არის შეფასებული.

განახლებული საბაგირო ქსელი მოქალაქეებს 2018 წლის ბოლოდან მოემსახურება. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდება ფრანგულმა კომპანიამ – “პომაგალსკი” (Pომაგალსკი) უზრუნველყო. გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 8 გონდოლაა შეძენილი.

ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *