ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.
აქცია-კონცერტის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათ მრავალშვილიანი დედები და პატრიარქის ნათლულებიც შეუერთდნენ.
“პატრიარქის სიტყვაში წერია, რომ მყარი და მრავალშვილიანი ოჯახები გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ერთმანეთის სიყვარული და მოვლა, ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნა გადაგვარჩენს,”- აღნიშნა ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლევან როხვაძემ.
აქციის ფარგლებში, 30-ზე მეტი წყვილი ბაგრატის ტაძარში ჯვარს დაიწერს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.