“ქალაქში სკეიტ პარკი აუცილებლად მოეწყობა
და ყველაფერი კანონის დადგენილ ვადებში განხორციელდება,”-განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტენდერი ჩაიშალა და პროექტი არ განხორციელდება, სრული სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს,”-აცხადებენ მერიაში.
როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, მერიამ ელექტრონული ტენდერი 15 მაისს გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით, წინადადებების მიღების ვადა 6 ივნისს სრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოებისთვის 210 ათას ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
შეგახსენებთ, რომ სკეიტერები ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.