საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა დღეს ქუთაისში გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და თბილისში, კლუბებში, “ბასიანსა” და “გალერიში” პოლიციის შესვლა დაგმეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მათივე თქმით, ღამის კლუბები არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების საშუალებაცაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 მაისს, გამთენიისას კლუბებში სპეცრაზმი შევიდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირია დაკავებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *