ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს.
ადგილზე უკვე მოეწყო საძირკველი. 2019 წლის დასაწყისში კი ტერმინალების შეერთებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყება. ამჟამად აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტერმინალის მოწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება.
“ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ, გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რომელიც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია. როდესაც ტერმინალის მოეწყობა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,”-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუთაისის აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს.
აეროპორტში ავიარეისებს ერთ-ერთი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს.