შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგისტრირებული დანაშაულის
სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები მიმდინარე წლის მარტის თვის ანალიზს მოიცავს. კვლევაში შედარებისთვის წინა წილის ანალოგიური პერიოდია მოყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში სულ რეგისტრირებულია 5 ათას 380 დანაშაული, რაც წინა წლის მარტის თვის მაჩვენებელზე 1925 -ით მეტია. შსს-ს ინფორმაციით, გასული წლის მარტში 3 ათას 455 დანაშაულია რეგისტრირებული.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის სტატისტიკას, 2018 წლის მარტის მონაცემებით, გახსნილია 1448 საქმე, ხოლო გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 1356 შეადგინა.
სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილია 247 დანაშაული, 2017 წლის მარტში კი 125 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ტიპის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი ასეთია. 2018 წლის მარტში სულ ასეთი 11 საქმე გაიხსნა, ხოლო 2017 წელს-12.
სტატისტიკის სრულად ნახვა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე.