ქუთაისი “გვირილობის” დღესასწაულისათვის ემზადება.
ყვავილებით ირთვება ქალაქის ცენტრალური ნაწილი: ცენტრალური პარკი, მერიისა და მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიები.
წელს, ორმაისობის დღესასწაულზე, ქუთაისში სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
“გვირილობა” განსხვავებულად აღინიშნება მუხნარის ტყეში. წელს იმერული სუფრის პრეზენტაციის ნაცვლად, ადგილზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე, გაიყიდება გვირილები, შემოსული თანხა კი ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად იქნება გამოყენებული.
“გვირილობისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში 2-დან 4 მაისის ჩათვლით გაიმართება.