ქუთაისში, პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგო.
აღნიშნული მცენარეები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსდა, მათ შორის ცენტრალურ ბულვარსა და მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ. გარდა ამისა, 200 ძირი ემონიუსი დაირგო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, 400 ძირი ტუია განთავსდა უსაფრთხოების კუნძულებზე და კიპაროსის ხეები მუხნარის დასახლებაში.
გამწვანების აქციის “ქუთაისი მწვანე ქალაქი”-ს ფარგლებში, თვითმმართველობამ 50 000 ლარის ღირებულების ვარდის ნერგების შეძენა დააანონსა.