სამტრედიის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბაშში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობამ სოფელთან არსებული კარიერებიდან საშენი მასალების მოპოვება გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ცენტრალურ გზაზე სატვირთო მანქანების გადაადგილება საფარს აზიარებს, რომლის რეაბილიტაცია არ ხორციელდება.
სამტრედიის მერიაში მოსახლეობის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევენ და პირობას დებენ, რომ პრობლემის მოგვარების გზებს მოიძიებენ.