მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული
ინტერვეციის ცენტრი ქუთაისში 4 წელია ფუნქციონირებს.
მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ცენტრის ბენეფიციარებმა აუდიტორიას საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად წარუდგინეს. პარალელურად, დღის ცენტრის ეზოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემატიკაზე გამოფენა მოეწყო.
“ორი წლის წინ, ჩვენი დაკვეთით, ფოტოები ფოტოხელოვანმა ირმა შარიქაძემ დაამზადა. ფოტოების თემატიკა ქუჩაში მცხოვრები ბოშები არიან. საზოგადოებაში არის სტიგმა, რომ ქუჩაში ძირითადად ბოშა ბავშვები ცხობრობენ, თუმცა არიან ჩვენი მოქალაქეებიც,”- განაცხადა მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვეციის ცენტრის კოორდინატორმა ნანა იდაძემ.
დღის ცენტრში მომსახურება 28, ხოლო ღამის ცენრტში 5 ბენეფიციარს ეწევა.