ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულ
ორ მუშას გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები.
მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. “სამთო დარტყმა” მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი