ქუთაისში 8-9 აპრილს სასაფლაოების
მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმუშავებს.
ავტობუსები და მიკროავტობუსები ქვიტირის, ავტოქარხნის, მწვანე ყვავილას, საფიჩხიისა და ოღასკურას, ნონიშვილის სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.
“ქუთაისის მერიას აქვს დაფუძნებული “ქართული ტრადიციების” შპს და მის მმართველობაში შემავალი სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტი უფასო იქნება,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა.
უფასო ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებს 08:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეძლებათ. ავტობუსები და მიკროავტობუსები ყოველ ნახევარ საათში გავა.
როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, საქალაქო ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.