ქუთაისის მერიამ “მადლიერების სახლის”
121 ბენეფიციარის მდგომარეობის გადამოწმება დაასრულა. ქალაქის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განმარტებით, უფასო სადილით სარგებლობას 90-მდე ადამიანი შეძლებს.
“121 ბენეფიციარის გადამოწმება დასრულდა. სია “მადლიერების სახლს” გადაეცა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ყველა არ დაბრუნებულა პროგრამაში, ბევრი ადამიანი აღარ ცხოვრობს ქუთაისში და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ზოგიერთმა უარი თქვა უფასო სადილით სარგებლობაზე. “მადლიერების სახლში” 121-დან დაახლოებით 90 ადამიანი დარჩა,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
“მადლიერების სახლში” უფასო სადილით 800 ბენეფიციარი სარგებლობდა. ქუთაისის მერიამ ბენეფიციართა ქულების გადამოწმების შემდეგ, 121 ადამიანის სიიდან ამოღება გადაწყვიტა. ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტეს. მათ საპასუხოდ, ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ 121-ვე ბენეფიციარის გადამოწმება მოხდებოდა.