ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული შუქნიშნების
გაუმართაობის შესახებ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებმა განაცხადეს. პარტიის წევრმა ლაშა შალამბერიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ქალაქში შუქნიშნების პრობლემის მოგვარება ქალაქის მერიას ევალება.
“ნიკეას ქუჩაზე არსებული რამდენიმე შუქნიშანი სრულად გაუმართავია. იქმნება საავარიო სიტუაციები. ასეთივე მდგომარეობაა მთელ ქალაქში. აკლიათ დამატებითი ფუნქციები ან გამორთულია. ამ პრობლემის მოგვარება ევალება ქალაქის მერიას. ვალდებულია ეს მოაგვაროს”,- ამბობს ლაშა შალამბერიძე.
მისივე თქმით, პრობლემაზე რეაგირება 6 თვეზე მეტია მერიას არ მოუხდენია. ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს.
“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ქუთაისის მერიაში ტყუილს უწოდებენ. როგორც “ძველ ქალაქთან” საუბარში აცხადებენ, ნიკეას ქუჩაზე 1 შუქნიშანი დაზიანდა, რომლის შეკეთებასაც “ქუთგანათების სერვისი” ახორციელებს.