ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, პანდუსები მოეწყობა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის აუცილებელი შესაბამისი პანდუსების მოწყობა. ძირითად შემთხვევებში პანდუსები უნდა მოეწყოს ტროტუარების ტერიტორიის გამოყენების ხარჯზე, რათა საფრთხე არ შეექმნას ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას. მიმაგრებულ ფაილში”აეროფოტო” მითითებულ ზონაში მოქცეული ქუჩების ტროტუარებზე მოსაწყობი პანდუსების ადგილები შეთანხმდეს “შემსყიდველთან”.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო–სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა “მიმწოდებელმა” უნდა განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
სატენდერო წინადადებების მიღება 1 აპრილს იწყება და 4 აპრილს მთავრდება.