ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში აფეთქება მოხდა.
ჩამოშლილია ქვის მასა. “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადეს, რომ ადგილზე მიმდინარობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ერთი მუშაა მოყოლილი, თუმცა პრესსამსახურში ჯერჯერობით მუშის ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
“მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. არ ვიცით მუშა დაღუპულია თუ არა.”- აცხადებენ პრესსამსახურში.
topnews.com.ge -ს ინფორმაციით, კი აფეთქებას ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოტო: არქივი