ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში
სკვერი მოეწყობა. მე-8 ბაღიდან 29-ე სკოლამდე არსებულ ტერიტორიაზე პირველი სამუშაოები უკვე ჩატარდა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით აქ მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგები დარგეს.
“ხეები დავრგეთ. შუაში დავტოვეთ ადგილი ატრაქციონების მოსაწყობად.პროექტის დონეზეა ჯერ და გვინდა, რომ კარგი სკვერი გავაკეთოთ. გეგმაში გვაქვს შემოღობვა, რათა მიმდებარე სოფლებიდან გადმოსულმა პირუტყვმა არ დააზიანოს. ვნახოთ ბიუჯეტი რა საშუალებას მოგვცემს”,- განაცხადა სულხან საბას ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა გიორგი მუქერიამ.
სკვერის მოწყობას მოსახლეობა ითხოვდა. შესაბამისი დაპირება კი მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღეს.