ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში 55 წლის მუშა დაიღუპა.
“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.
ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
“მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ,”- აცხადებენ შპს. “ჯორჯიან მანგანეზში”.
დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.