ავარია მოხდა ქუთაისთან ახლოს, ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 გარდაიცვალა და 6 ადამიანი დაშავდა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცლის მოსპობა.