ლექსები მუსიკის თანხლებით-ქუთაისელი
ხელოვანი პაპუნა გიორგაძე ლიტერატურულ საღამოს მოაწყობს.
საღამოს სახელწოდებაა “post-poetry”, რომელიც კვირას, 11 მარტს, 17:00 საათზე, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა.
“მსგავსი საღამო რამდენჯერმე უკვე გავაკეთე და დიდი ინტერესიც გამოიწვია. ამჯერად მსმენელს განსხვავებულ და უფრო საინტერესო საღამოს წარმოვუდგენ,”- განაცხადა გიორგაძემ.
ასევე, ღონისძიებაზე ავტორის წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა, რომლის შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.