Wizz Air-სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. მთავარი პრიზი:
ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობა Wizz Air–ის ქსელის ნებისმიერი მიმართულებით
5 მარტი, 2018: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air- სტუდენტებისთვის რიგით მეორე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო კონკურსი უნივერსიტეტისა თუ კოლეჯის სტუდენტებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ისინი თანიანთ ინოვაციურ იდეებს კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს გამოწვევის ანალიზზე მუშაობისა და კვლევის დროს წარმოაჩენენ.
Wizz Air–ის კონკურსში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის ბიზნეს სტრატეგიას. რჩეულთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, კონკურსანტები თავიანთ კონცეფციას WIZZ AIR-ის გუნდის ავიაციის უფროს პროფესიონალებს ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგენენ. გამარჯვებულები Wizz Air–ის ქსელში ერთწლიანი უფასო, ულიმიტო მოგზაურობით დასაჩუქრდებიან. ცნობისთვის, ავიაკომპანია ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 145 ქალაქს. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები საჩუქრად მიიღებენ ბილეთებს, რომელთაც ისინი საოცნებო დასვენების დღეების მოსაწყობად ან საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების მიზნით გამოიყენებენ.