ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ინოვაციური იდეებისა და პროდუქტების საერთაშორისო კომერციალიზაცია მოახდინონ.

“ჩვენ ვუზრუნველყავით, რომ სილიკონ ველიდან მენჩერული ინვესტორები ჩამოვიდნენ და სწორედ მათ შეაფასონ და გამოავლინონ გამარჯვებულები, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს დაფინანსებას და დაეხმარება, რათა მათ მიერვე შექმნილი პროდუქტები გახდეს საერთაშორისო დონის,”-განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ.

აღნიშნული პროექტი დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი ორი მილიონი ლარია. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *