საიას ქუთაისის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი
გიორგი სანტურიანი ასოციაციაში მუშაობას კვლავ გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ მედიასთან საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ განაცხადა.
“სამწლიანი წარმატებული საქმიანობისათვის ფილიალმა მადლობა გადაუხადა გიორგი სანტურიანს, რომელიც დღევანდელი გამგეობის წევრიცაა. ის აგრძელებს ჩვენთან მუშაობას თავისი კუთხით, სისხლის სამართლის მიმართულებით,”-განაცხადა ჯიქიამ.
შეგახსენებთ, რომ საიას ქუთაისის ფილიალის ახალ ხელმძღვანელად ზაალ გორგიძე ოფიციალურად დღეს წარადგინეს.