გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიაში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.
დარღვევები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქე სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალზე თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს (ე.წ აპარატი) გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. გარდა ამისა, მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა უკანონო თევზჭერის იარაღები და გასაბერი ნავი.