ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-5 სხდომა “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის პროტესტის ფონზე დაიწყო.
ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ქუთაისის “მადლიერების სახლში” არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შუშანიას განმარტებით, “მადლიერების სახლის” ბენეფიციართა სიის 121 კაცით შემცირება მიმდინარეობს.
“უკვე ხვალიდან, ქუთაისის მერიამ ეს ადამიანები შიმშილობისათვის გაწირა. ჩემი აზრით, უნდა დადგეს ” მადლიერების სახლის” ხელძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი,”-განაცხადა შუშანიამ.
“ნაციონალურ მოძრაობაში” არ იციან თუ რა გახდა “მადლიერების სახლში” ბენეფიციართა სიის შემცირების მიზეზი. მათივე განმარტებით, შესაძლოა, ეს ბენეფიციართა ქულობრვი მდგომარეობის გაუმჯობესება იყოს, რაც, მისივე აზრით, მხოლოდ ტექნიკური განსაზღვრებაა და მოქალაქეთა მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვერ ცვლის.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.