ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,
რამაზ ჩხიკვაძემ დღეს მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი მერის წარმომადგენლებს გააცნო. ინიციატივა კორპუსის ეზოების დასუფთავებასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. “ერთად მოვუაროთ და ერთად დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი” – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რამაზ ჩხიკვაძემ წარადგინა.
პროექტის მიხედვით შეიქმნება კომისია, რომელიც ქალაქში ყველაზე ლამაზი კორპუსის ეზოს გამოავლენს. გამარჯვებული ეზოს ამხანაგობას კი ქუთაისის საკრებულო და მერია ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს. (მინი სტადიონის კეთილმოწყობა, ატრაქციონები, ფანჩატური და სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი)