ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.