ასე გამმოიყურება ტროტუარების ნაწილი ქუთაისში.
ფოტოებს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი, საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი ავრცელებს.
“ქალაქის ცენტრი თეატრის მიმდებარე ტერიტორია – დაზიანებული ტროტუარები და მოუწესრგებელია ინფრასტრუქტურა.ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ დაზიანებულია ტროტუარი, დაბინძულებულია მიმდებარე ტერიტორია. ასე ხვდება ტურისტულ სეზონს ქუთაისი”,- ამბობს მერაბ მეშველიანი.
ვრცელ მასალას რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.