საზოგადოება
ქუთაისში ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები იწყება

ქუთაისში ნავიგაციის პროექტის ფარგლებში საჯარო  რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს იწყებს.

საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები 9 თებერვლიდან ქუთაისში  საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ,  მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ობიექტებს. აღწერილი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის  თანდართული იქნება  შესაბამისი ფოტომასალა.

საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის  შესაქმნელად გამოიყენებს.  ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google)  მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტ კომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე  გამოსახული  ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება,  რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 1 578 კმ2 არეალი, 66 413 ინტერესის ობიექტი, 42 322 საგზაო ნიშანი, საველოსიპედო ბილიკი - 49 კმ და 7 292 კმ გზათა ქსელი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი
გახდეს.
14:11 / 13.12.2018
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
12:36 / 13.12.2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
11:51 / 13.12.2018
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
11:35 / 13.12.2018
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
რადიო
18:59 / 12.12.2018
რადიო "ძველი ქალაქის" ინფორმაციით, ქუთაისში, ახალი წლის ღამეს სამი დიჯეი დაუკრავს.
ახალი ამბები
მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
12:48 / 12.12.2018
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
ვალუტა
EUR
EUR
3.0144
TRY
TRY
0.4940
USD
USD
2.6594
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img